ხარაგაული ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ლაშეშ თემში სავარაუდოდ მეწყრული პროცესებია გაქტიურებული, ამ ყველაფრის პირისპირ კი მოქალაქეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მარტო დატოვა, ხალხს სავარაუდოდ მძიმე ზამთარი ელოდება, სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და დიდ სირთულეს წარმოადგენს საავტომობილო გზაზე გადაადგილებაც.
სტიიქიის ზონაში დღეს ოპოზიციის ლიდერები იმყოფებოდნენ. ალეკო ელისაშვილმა და ძლიერი საქ-ოსა და გახარიას პარტიის საერთო კანდიდატმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინეს. ხარაგაულში ასეთი მძიმე ვითარებაას ვერავინ იხსნებეს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მეწყრულ პროცესებამდე ხარაგაულის სოფლები ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობამ მიიყვანა.
ირკვევა, რომ სარკინიგზოო მაგისტრალის თავზე მთის მასივია მოწყვეტილი, რომელიც დასახლებისკენ იწევსს,გაზრდილიაა სოფელში არსებული ნაპრალების რაოდენობაც. ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან დაპირებებს გასცემენ, თუმცა დაპირებების შეუსრულებაზე არავინ ზრუნავს.
ხარაგაულში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ, სოფელში ყოველდღღიურად ახალი ნაპრალები ჩნდება თუმცა ამ დრომე ხალხის დასახმარებლა ოცნებას არაფერი გაუკეთებია.