“ამ მომენტისთვის რიჟვაძის დაკითხვა არ იგეგმება და შესაბამისი მოთხოვნით არც თურქული მხარისთვის მიუმართავთ”- ასე უპასუხა აჭარის ყოფილი მეთაურის საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ “პირველების” ჟურნალისტის კითხვას, როდის იგეგმება თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვა და მიმართული აქვთ თუ არა პროკურატურას თურქეთის საგამოძიებო უწყებებისთვის.
პროკურორმა მიზეზად პროკურორმა ყოფილი მაღალჩინოსანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
პროკურორის თქმით, როცა ამის საჭიროება დადგება დღის წესრიგში, რიჟვაძეს დაკითხავენ.
“მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომაც, ამ ეტაპზე ოფიციალრუად მიმართული (თურქული მხარისთვის) არ გვაქვს. საჭიროა, რა თქმა უნდა, მისი გამოკითხვა, უბრალოდ მისი ემოცირუი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება ეს და საჭიროება როდესაც დადგება დღის წესრიგში, აუცილებლად დავკითავთ”, – აცხადებს ნუგზარ ჭიტაძე.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადის მკურნალობის კურსს.