Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია

September 18, 2025
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინო დათაშვილი პატიმრობაში რჩება

“აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის” – ამის შესახებ აქტივისტმა ნინო კალანდიამ განაცხადა და სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მასწავლებელს, ნინო დათაშვილს ადვოკატთან შესახვედრად გასასვლელადაც კი ორი ადამიანის დახმარება სჭირდება. 

მისი თქმით, სინდისის პატიმარს თავის მოვლის საშუალებაც კი შეზღუდული აქვს ტკივილის გამო. 

“დღეს მეორე სასამართლო სხდომის გადადება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ნინომ ფიზიკურად ვერ შეძლო სასამართლომდე მისვლა, სასამართლომდე კი არა ადვოკატი როცა მიდის ნინოსთან ვიზიტების ოთახში, იმ ოთახამდე გუშინ მაგალითად ორი ადამიანის დახმარებით შეძლო რომ მისულიყო ისეთი ტკივილები აქვს. 

ამაზე ნინოს ადვოკატი ლაპარაკობდა პირველი სასამართლოდან, იმიტომაც წარადგინა ნინოს ჯანმრთელობის ცნობა მაშინ, რომელიც მერე საოცრად მოუბრუნეს უკან და ყველას გვახსოვს რა დღეშიც ჩააგდეს. პირველივე სასამართლოდან ამას ლაპარაკობდა, ნინოს ადვოკატი, თამარ გაბოძე, რომ ჯანმრთელობის ასეთი პრობლემის მქონე ადამიანები, ხერხემლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის საპატიმროში მდგომარეობა რთულდება იმიტომ, რომ ხერხემლის პრობლემის მქონე ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები, რომ არ გართულდეს მდგომარეობა, მათ შორის კარგი ორთოპედიული მატრასი, ფეხით სეირნობა… ეს ყველაფერი ციხეში არ არსებობს. რასაც ამბობდა ნინოს ადვოკატი სახეზეა, გამართლდა. ამიტომაც ითხოვდა გირაოს მეშვეობით ნინოს გაშვებას, მაგრამ არცერთმა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა… 

დღეს, ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის, რომ ოდნავ მაინც შეძლოს რაღაცის გაკეთება იქ. იმდენად საშინელი ტკივილები აქვს, რომ თვითმოვლის საშუალებაც კი შეზღუდული აქვს,” – ამბობს ნინო კალანდია. 

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge