Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი შაიშმელაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

September 17, 2025
ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, “ხარებას” და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 2023 წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ჰქონდა მცდელობა, რომ აქციაზე თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო, თუმცა, სავარაუდოდ, ამას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.

ის აღნიშნავს, რომ შემდეგ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეპრინტა გდდ-ის ფორმები და ასე გაეშვა ქვედანაყოფები აქციაზე, თუმცა, ამაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უარი თქვეს.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ეს წინააღმდეგობა “მალევე ჩაფარცხეს”.

“2023 წლის გაზაფხულის აქციებზე, როდესაც პირველად მიიღეს რუსული კანონი, მაშინ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაერთოთ პროცესებში თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მაშინ პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი, ის დიდი ალბათობით ამას ხელს არ მოაწერდა, რადგან ჯარის გამოყენებაზე, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ნებართვა და განკარგულებაა საჭირო პარლამენტის წარდგენის საფუძველზე და სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეპრინტათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმები და ჩაეცვათ და ასე ვთქვათ, ასე, შავად გაეყვანათ ქვედანაყოფები, თუმცა, მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე უარი თქვეს და შეხვდათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს საკითხი, სასწრაფო წესით ისე ჩაფარცხეს, რომ საზოგადოებაში ეს თემა არ გასულიყო და არ გახმაურებულიყო”, – თქვა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში.

ამ კონტექსტში, მან ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც და თქვა, რომ “რეჟიმი პანიკაშია”, რისი საფუძველიც, მისივე თქმით, არის როგორც შიდა კულუარებში, ასევე ქვედანაყოფებში მიმდინარე ამბები და მაღალი თანამდებობის პირების საუბრები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge