არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.