მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს:
“18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან ,საქართველოში აქტიურ ტალღურ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რომელიც სექტემბრის კონვექციური უამინდობის კიდევ ერთ სერიას გვპირდება.
წინასწარი შეფასებით, 18-ში დღის მეორე ნახევრიდან – 21 სექტემბრის შუადღემდე, მთელს ქვეყანაში შეიქმნება რთული მეტეო პირობები, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზღვაზე ტალღის სიმაღლე 4-5 ბალს მიაღწევს.
ყველგან აგრილდება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება.
გაფრთხილება – არახელსაყრელი ამინდის პირობები!
გზებზე მოსალოდნელია ხილვადობის შეზღუდვა, ასევე არსებობს დატბორვის ალბათობა, მთაში შესაძლებელია მცირე ღვარცოფების განვითარება, სეტყვის დროს სოფლის მეურნეობის კულტურების დაზიანება.” – წერს კობა ფარტენაძე.