ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ ხალხს. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
“დაუჯერებელი რაღაცები ხდება. კალაძე იპარავს ასეულობით მილიონს და ამისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ, სადღაც სატყეოს მოადგილის დამკვრელებს. ამ დროს კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს, მთელი „ქართული ოცნება“ იპარავს და ამის გამო არავინ არავის იჭერს. ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! მარაზმია სადაც აღმოვჩნდით, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ“ – აღნიშნა ელისაშვილმა.
