Monday, September 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

September 15, 2025
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2025 წლის აგვისტოში  ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით  (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან 8 თვეში გადმორიცხულია 2,373.6 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან 16.8%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აგვისტოში წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები – რას ჰყვება ოქროს მოწმე
  • ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge