Monday, September 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება

September 15, 2025
“ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება

“კოალიცია ცვლილებისთვის” ეხმაურება ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, რომ  “ელენე ხოშტარია დააკავეს იმიტომ, რომ ის არის მნიშვნელოვანი ადამიანი საერთო სახალხო წინააღმდეგობაში ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ბოროტი, რუსული, მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

კოალიციის თქმითვე, “ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე. დააკავებთ მეორეს, ბრძოლის დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ.”

“რამდენიმე წუთის წინ, გამოგონილი, შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარია დააკავეს იმიტომ, რომ ის არის მნიშვნელოვანი ადამიანი საერთო სახალხო წინააღმდეგობაში ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ბოროტი, რუსული, მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სამართლებრივ დეტალებში შესვლა საერთოდ არ ღირს იმდენად აბსურდული და სულელურია ეს ბრალდება, მარკერით წარწერის გაკეთება ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერზე. ჩვენს უკან არის ჩვენი ოფისი, რომელზეც არის არაერთი ისეთი წარწერა, რომელიც არ იშლება და ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. არასოდეს არც ერთი ეს ადამიანი შსს-ს არ დაუკავებია. სამაგიეროდ, დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს, ჯერ ერთი ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება, უკვე 4-დან 4 ლიდერი კოალიცია ცვლილებისთვის, ზის ციხეში. ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე. დააკავებთ მეორეს, ბრძოლის დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა, მისი რეჟიმის დამხობა და დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. ამიტომ, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლია” – აცხადებენ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ” – კახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე
  • ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
  • “ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ…” – ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge