თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ მათი მთავარი დაპირება თბილისის სკოლებში უფასო კვება იქნება.
“სკოლებში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოველი მე-3 და მე-4 ბავშვი მწვავე შიმშილს განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე […] ბავშვებო სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულიად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოს, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, და თბილისში მცხოვრები 200 000 მოსწავლე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჯანსაღ კვებას მიიღებს.
ჩვენ, მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს“, – თქვა თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.