Sunday, September 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პლიაჟებს ვკარგავთ, ზღვის დონე 20 სანტიმეტრით არის მომატებული“ – ნინო ჩხობაძე

September 13, 2025
“პლიაჟებს ვკარგავთ, ზღვის დონე 20 სანტიმეტრით არის მომატებული“ –  ნინო ჩხობაძე

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენთან ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით არის მომატებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ მოიმატებს. ინფორმაციას ამის შესახებ BPN-ი ავრცელებს.

„კლიმატის ცვლილების ფონზე, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენთან ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით არის მომატებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პლიაჟებს ვკარგავთ, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ცოტა წყლისგან გამწმენდი ნაგებობა გვაქვს და მათი რაოდენობა ათეულს არ აღემატება. ასევე, საკანალიზაციო სისტემა სრულიად გაუმართავად მუშაობს.

„სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა წყლისგან გამწმენდი ნაგებობა გვაქვს, მათი რაოდენობა ათეულს არ აღემატება. არადა, ეს იმ ფონზე, რომ აღნიშნული მოწყობილობა საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტს სჭირდება. მით უმეტეს, ზღვის სიახლოვეს მდებარე პუნქტებს. გამწმენდი ნაგებობა გვაქვს მხოლოდ ბათუმსა და ურეკში, ჩამონათვალი აქ სრულდება.

ასევე, კლიმატის ცვლილების ფონზე, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენთან ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით არის მომატებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პლიაჟებს ვკარგავთ, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ.

საერთოდ, ზღვის დონის ამაღლება ბათუმისთვის კიდევ უფრო პრობლემატურია, რადგან იქ ნებისმიერი წვიმის ან შტორმის დროს ქალაქი იტბორება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ასეთი დატბორვებისას ჩამოდენილ ნაკადს დამატებით ზღვის წყალიც უერთდება. ოღონდ, ხაზს გავუსვამ, რომ ამაზე პროფესიონალური კვლევა არავის ჩაუტარებია და მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ლოგიკური და საფუძვლიანი.

ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის განაშენიანება იმდენად ინტენსიურად მიდის, გამწმენდი ნაგებობების ნაწილი საკანალიზაციო სისტემას საერთოდაც ვერ უერთდება, რაც იწვევს ამ მასების პატარა მდინარეებსა და შემდეგ ზღვაში ჩადინებას.

ზოგადად, ეს კონკრეტული პრობლემა მხოლოდ ბათუმში არაა, თითქმის მთელ საქართველოში ასე ხდება. რეალობა ასეთია – გვგონია, რომ საკანალიზაციო სისტემა გვაქვს და ის თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მთელი ეს მასები სხვადასხვა მდინარეებსა თუ ზღვაში ჩაედინება. ვიმეორებ, ეს მთელ საქართველოში ასეა“, – განაცხადა ჩხობაძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში? – ამინდის პროგნოზი
  • “პუტინი ლიმიტებს წევს” – აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი
  • “თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის?” – ვის მიმართავს ლევან ხაბეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge