ორდღიანმა წვიმებმა მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილებზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკა.
შეგახსენებთ, კახეთში უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება. ორ დღეში ორჯერ დაისეტყვა თელავის მუნიციპალიტეტი, განადგურდა 150 ჰა ვენახი. ასევე, სტიქიამ დააზარალა ყვარლის მუნიციპალოტეტის სოფელი შილდაც, სადაც ხეხილის ბაღები და ვენახების ნაწილი დაზიანდა.