ორი დღის განმავლობაში თელავში ძლიერი სეტყვა მეორედ მოვიდა.
სეტყვა, წვიმა და ქარი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
რა ზიანი მოიტანა უამინდობამ, ინფორმაცია ამის შესახებ, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
სტიქია იყო გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, რის შედეგადაც სოფელი შილდა დაზარალდა.