Friday, September 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი” – შსს განცხადებას ავრცელებს

September 12, 2025
შსს ქვეყნიდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ – რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ.

სამართალდამცავებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ე.წ. შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია: “ჰეროინი”, „კოკაინი“, “ალფა პვპ”, “ბუპრენორფინი”, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, “კეტამინი”, “მეფედრონი”, “მდმა”, “მარიხუანა” და სხვა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიზანია, ნარკოტიკების მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული.

აქვე, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.

დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კახეთში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან – რა ვითარებაა ადგილზე
  • “არ გემახსოვრებათ და მინდა ეს ამბავი იცოდეთ” – რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი მურთაზ ზოდელავაზე?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge