ადვოკატი მარკ ცუკერბერგი Facebook-ს უჩივის, რადგან კომპანიამ მისი პროფილი სახელის გამო, რამდენჯერმე დაბლოკა. ინდიანაში მცხოვრები ადვოკატი აცხადებს, რომ მან Facebook-ზე რეკლამებში, საკუთარი სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, 11 000 დოლარი დახარჯა, თუმცა, მისი გვერდი რამდენჯერმე დაიბლოკა და მის აღსადგენად რამდენიმე თვე დასჭირდა. კაცი ამბობს, რომ მას ეს სახელი მილიარდერზე ბევრად დიდი ხანია ჰქვია და რამდენიმეწლიანი უსამართლობის შემდეგ, გადაწყვიტა კომპანიას უჩივლოს და ამით მაინც მიიპყროს ყურადღება.
The Telegraph-ის ინფორმაციით, META-ში აცხადებენ, რომ იციან, რომ მსოფლიოში ერთზე მეტი მარკ ცუკერბერგია და პრობლემას სწავლობენ.