“სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს განიხილავდნენ, რაზეც ექს-პრეზიდენტია ბრალდებული.
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია- “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ყოვლად ზნედაცემული სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ბიუჯეტის ძარცვის გადაბრალებას სანდრა რულოვსზე ცდილობდა. ასეთი იყო საზოგადოების აღქმა მის სამარცხვინო გამოსვლაზე.
არა მეგობრებო! სააკაშვილი იმაზე უფრო მეტად სამარცხვინოა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
მან სანდრას “ჩაშვებით,” მესიჯი გაუგზავნა საკუთარ პატრონებს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საკუთარ მონა-კრიმინალებს ჩვენს ქვეყანაში და დაემუქრა თუ დროზე არ გამიყვანთ აქედან, არც თქვენი “ჩაშვება” გამიჭირდებაო.
ეს იყო მუქარის ყველაზე უზნეო ფორმა.
პ.ს. ახლა კარგად გააანალიზეთ, რა დგას ზოგიერთი გულაჩუყებული პოლიტიკოსისა თუ ელჩის გაუგებარი განცხადებების უკან”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის.
მან იკითხა, რატომ არ ფიგურირებს საქმეში სანდრა რულოვსი, შემდეგ კი სასამართლოს იმ ინვესტიციებისა და გრანტებს შესახებ შეახსენა, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყანაშიყოფილი პირველი ლედის დამსახურებით შემოვიდა.
“სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე, საჩუქრები და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრასია, ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში.
სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამ აქვს გაკეთებული ჯანდაცისთვის ციხეში.
ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე, ნიუ იორკში და აღმოაჩნდა ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ნიუ იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, რატომ არ გაქვთ ეს თანხა შეტანილი?!” – აღნიშნა სააკაშვილმა.
https://mix.metronome.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/
https://mix.metronome.ge/24152-2/
https://mix.metronome.ge/24157-2/