კახაბერ ცისკარაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს სადაც ხალხს აცნობებს, რომ ბათუმის მერობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ამისათვის მხარდაჭერას მოითხოვს.
„გამარჯობა, მეგობრებო, მე ვარ კახაბერ ცისკარიძე. ” 23, 24 და 25 აგვისტოს, 26 მაისის პარკის შესასვლელთან დაგხვდებით მუსიკით, ღიმილით და ერთი უბრალო თხოვნით, მომიწეროთ ხელი ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატობაზე, რომ ერთად ავაღორძინოთ ჩვენი ქალაქი”. – ამბობს კახაბერი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.