მიხეილ სააკაშვილი გორი საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის The New York Times – თან მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის რაც ყველა ქოცს სისხლში აქვს!
ესენი არ არიან ქართველები – ჩვეულებრივი პუტინისტი რუსები არიან”, – ნათქვამია სააკაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, The New York Times-თან ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ 2008 წლის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ „რუსები აქ მოვიდნენ, როგორც შვიდობისმყოფელები”.
“რუსები აქ მოვიდნენ, როგორც შვიდობისმყოფელები” და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, გჯერათ?! რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ზიანს მოგვაყენებდნენ“ – თქვა რაზმაძემ.