BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანსა და პაკისტანის მიერ მართულ ქაშმირში ძლიერი მუსონური წყალდიდობებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ამჟამად 307 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.
სამთავრობო სინოპტიკოსების თქმით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც რამდენიმე ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი 21 აგვისტომდე.