პარასკევს, 15 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალასკაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გამართეს.
ამასთან დაკავშირებით რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო.
“ყველაზე არსწორი შეფასება არის ის, თითქოს ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. შეიძლება ბევრისათვის ეს სცენარი მართლაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ტრამპისათვის. მისთვის მოსალოდნელი შედეგით დამთავრების შემთხვევაში, შეხვედრის მეორე ნაწილი არ ჩაიშლებოდა. ის ერთი-ერთზე საუბარს და მოლაპარაკების შედეგების სუფრაზე გაღრმავებასაც გულისხმობდა. სუფრა მხოლოდ პურისჭამას არ ნიშნავს.
ამ შეხვედრით რა თქმა უნდა მოიგო პუტინმა, კიდევ ერთი მარცხი განიცადა ტრამპმა. მოჰყვება ამას რუსეთისათვის უმძიმესი სანქციები თუ სიმბოლურად რაღაც ნაბიჯებს გადადგამს, ამასაც მალე ვნახავთ” – ნათქვამია გოცირიძის განცხადებაში.