ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ ზიზღს გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ახალ წინასაარჩევნო რეკლამას, სადაც უკრაინის ომის კადრები და დაბომბილი ინფრასტრუქტურაა გამოყენებული.
“ოცნების” რეკლამაში “არა ომს” აირჩიე “მშვიდობა”, „მშვიდობის“ მაგალითად თბილისის კადრები, გარემონტებული შენობები და ლამაზი ინფრასტრუქტურაა ნაჩვენები.
როგორც უკრაინის საგარეო წერს, „სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ემორჩილება საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად თანდაყოლილია ქართველი ერისთვის და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
მათივე თქმით, ასეთი ქმედება “არამეგობრულია”.