ევროპის სხვადასხვა ნაწილში ხანძრებს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,
მაღალი ტემპერატურის გამო, ტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაშია გამოცხადებული.
ესპანეთში ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც იტალიაში დაფიქსირდა, წითელი განგაში გამოცხადდა რომში, მილანსა და ფლორენციაში.
მაღალი ტემპერატურაა საფრანგეთში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსამდე აღწევს.
თურქეთში კვლავ ტყის ხანძრები მძვინვარებს, სადაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა