საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.
მათი თქმით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
“საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი; მანვე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – 230,5 გრამ ნარკოტიკულ საშუალება დამაძინებელ ყაყაჩოს და 41,3 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. მეორე დაკავებულმა კი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 370 გრამი (67 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. მან ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 12,58 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.