“ჩვენ რუსეთს არ დავუჩოქებთ და არ გვინდა, ნუ ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი“,– აცხადებს ეროვნული გმირის, ემზარ წილოსანი დედა დარეჯან წილოსანი, რომელიც “ოცნებას“ ურჩევს გონს მოვიდნენ და ჯარსაც და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებსაც შეურაცხყოფას ნუ აყენებენ.
როგორც დარეჯან წილოსანმა ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში“ განაცხადა, “ოცნების“ განცხადებები ძალიან მძიმე მოსასმენია და მათ ფსიქიკაზე მოქმედებს, რადგან ამ ხელისუფლებამ დაადანაშაულა და სამშობლოს მოღალატეებად გამოიყვანა“.
“კობახიძეს და ყაველაშვილს ვურჩევ, გონს მოვიდნენ და დაიხიონ უკან, ისინი ჩვენც და ჯარსაც შეურაცხყოფას გვაყენებენ. მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი, მაგათ არც ჯარი უნახავთ, არც ომი და არც ხალხის მრისხანება. ქართველ ერს არავინ ისე არ ერჩის, როგორც რუსეთი. 92 წელს, აფხაზეთის ომში, ჩემი ახლობელ, 23 წლის ბიჭს თავი მოაჭრეს, დაწვეს და მერე ქართველების თავებით ფეხსბურთი ითამაშეს. მაგათმა ისტორია არ იციან. ასეთ რამეს რომ მოისმენს, აჯანყდება ხალხი , აბა რას იზამს. რატომ უკვირთ ამდენი ხალხი რომაა ქუჩაში გამოსული. ეს ახალგაზრდობა იმისთვის იბრძვის, რომ რუსეთი არ გვინდა, ჩვენ მათ ვერ შევეგუებით, მაგათ თუ უნდათ, აიყარონ გუდა-ნაბადი და წავიდნენ რუსეთში. ჩვენ რუსეთს არ დავუჩოქებთ და არ გვინდა, ნუ ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ეს ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებს”– განაცხადა დარეჯან წილოსანმა.