Friday, August 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას” – პაატა ცაგარეიშვილი

August 8, 2025
“კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას” – პაატა ცაგარეიშვილი

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულების ვადებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას. ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით BPN ავრცელებს.

„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“ – განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

E-60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება. დეპარტამენტის ცნობით, მაგისტრალის 369 კმ-იანი მონაკვეთიდან საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტი ეხება 340 კმ-ს, საიდანაც 215.15 კმ-ზე მოძრაობა სრულად გახსნილია. გამოდის, რომ საპროექტო ტერიტორიის დაახლოებით 63%-ზე სამუშაოები დასრულებულია. ამასთან, 10.4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, ოლო 6-7 წელიწადში საქართველოს მთავრობამ მინიმუმ 6-ჯერ დააანონსა ამ გზის მშენებლობის დასრულება.

„ვაკვირდებით E60 მაგისტრალის მშენებლობას და ბოლო 6-7 წელიწადში საქართველოს მთავრობამ მინიმუმ 6-ჯერ დააანონსა ამ გზის მშენებლობის დასრულება. ვხედავ დისპროპორციას, როდესაც სახელმწიფო გვეუბნება, რომ ეს მაგისტრალი დასრულდება და ვერ ასრულებს, ეს მოქმედებს სახელმწიფოს მდგრადობაზე. ნებისმიერ სისტემას თავისი მდგრადობა გააჩნია, როდესაც 5-ჯერ და 6-ჯერ გადადებს სახელმწიფო ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, იკვეთება რომ ქვეყნის მდგრადობას აქვს პრობლემები და შერყეულია.

მდგრადობის ნაწილში იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მაგალითად, როდესაც ამ მაგისტრალის გასწვრივ მეწარმე სუბიექტი ფიქრობს ააშენოს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო თუ სასოფლო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და იცის, რომ გზა დასრულდება პირობითად 2 წელში, აშენებს ვადების პროპორციულად. შემდეგ უკვე როდესაც დასრულების ეტაპის გადავადება ხდება, ეს გარკვეულწილად ამუხრუჭებს სხვადასხვა საწარმოსა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ მეწარმისთვის მნიშვნელოვანი იყო მაგისტრალის სიახლოვეს ობიექტის განთავსება“, – აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროექტების მსგავსად გახანგრძლივებისას,  ფერხდება ახალი საფინანსო რესურსების ქვეყანაში შემოდინება.

„პირველ რიგში, პროექტების გახანგრძლივებით ირღვევა ქვეყნის მდგრადი განვითარება. მეორე, ამას მოსდევს გზის სიახლოვეს საწარმოო სიმძლავრეების დამუხრუჭება. მესამე, როდესაც პროექტები შენდება სხვადასხვა უცხოური საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით და ჩვენ აღებული გვაქვს სესხი და დროში ვერ ვასრულებთ პროექტებს, ფერხდება ახალი საფინანსო რესურსების ქვეყანაში შემოდინება. მაგალითად, როდესაც გვჭირდება სხვა ობიექტის მშენებლობისთვის ახალი სესხი, საფინანსო ინსტიტუტი მიგვითითებს, რომ ძველი პროექტი არ დასრულებულა და ახალს ვითხოვთ. მეოთხე, დაუმთავრებელი პროექტების დროში გაჭიანურება ქვეყნის რეპუტაციაზე, თუნდაც, Fitch Ratings-ზე უარყოფითად მოქმედებს და ამას მოჰყვება ბანკისგან გაცემული საპროცენტო მარჟის გაზრდა“, – დასძინა პაატა ცაგარეიშვილმა bpn-თან ინტერვიუს დროს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აჭარაში ერთ პირს ბრალდება წარედგინა” – რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოში ამინდი უარესდება – რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო?
  • დავით ხომერიკის პროცესი გადაიდო – როდისაა ჩანიშნული შემდეგი სასამართლო სხდომა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge