Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა – ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

July 31, 2025
ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა – ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა — საქმე ახლა განიხილება როგორც განზრახ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში.

ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ოჯახის უფლება დამცველი, ტარიელ კაკაბაძე საუბრობს.

„საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზეა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობა არასწორი მუხლით. ვთხოვდით მუხლის დამძიმებას და გადაკვალიფიცირებას. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და ბრალდებულს საკუთარი პირადი გადაწყვეტილებით ნამდვილად არ მოუკლავს ლევან ჯანგველაძე. მასთან არანაირი კონტაქტი და არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ეს დანაშაული მან განახორციელა იმის გამო, რომ შეუკვეთეს. ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეიცვალა საქმის პროკურორი და ახალმა პროკურორმა ერთ-ერთი პირველი რა გააკეთა არის ის, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და კვალიფიკაცია შეუცვალა ბრალდებულს. სწორი კვალიფიკაციით, შეკვეთილი მკვლელობის მუხლით, სწორი კვალიფიკაციით გრძელდება გამოძიება. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ველოდებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჭეშმარიტების გარკვევას.

რაც შეეხება იმ ვერსიებს რაც ჟღერდება, ყველა ვერსია საჭიროებს გადამოწმებას, ეს არის ოჯახის პოზიცია და სწორედ მტკიცებულებების შედეგად უნდა დადგინდეს რეალობა“, – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ, თბილისში, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა მოკლეს. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, “კილერს” სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია” – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
  • “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება”- გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge