“კალაძე თუ იქნება [მერობის კანდიდატი] მე პირადად ძალიან გამიხარდება”-განაცხადა “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა .
მისი თქმით, კახა კალაძეს ქალაქის პრობლემები არ აწუხებს და მხოლოდ ფულის მოპარვაზეა ორიენტირებული, შესაბამისად ასეთი ადამიანის მერის არჩევნებში დამარცხება შედარებით მარტივი იქნება.
“კალაძე თუ იქნება [მერობის კანდიდატი] მე პირადად ძალიან გამიხარდება იმიტომ, რომ კალაძის ნაირი გათახსირებული, კორუმპირებული, არაფრის მაქნისი კაცი… დადის დაიტყლარწება, ხსნის ერთი დაიგივე რაღაცებს და რასაც რეალურად დაჰპირდა, რაც მართლა აწუხებს ქალაქს, სახლები ენგრევა ხალხს თავზე. ძველ თბილისში გავიაროთ და სათითაოდ ყველა ქუჩაზე ვანახებ როგორი, თან ძალიან ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ძალიან ღირებული შენობები, მთელი ქუჩებია ჩამონგრევის თვალწინ.
რამე გააკეთა? – გაუბედურდა ეს ქალაქი, დაიხრჩო საცობში. მაგრამ ეს დადის დაიტყლარწება, გარდერობს ამარიაჟებს და ფულის მოქაფვაზეა და მოპარვაზეა.
მაგის დანგრევას რა უნდა, ეგეთი კორუმპირებული და ეგეთი გათახსირებული კაცის დანგრევას რა უნდა. ნეტა ეგ დადგეს, ძალიან კარგი იქნებოდა სხვათა შორის,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.