Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!”- მამუკა ხაზარაძე წერილს ავრცელებს

July 25, 2025
პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს აგზავნის, რომლითავ თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მისი შეფასებით. “ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!”.

​​​​​ხაზარაძის განცხადებით, “ჩვენი ქვეყნის და ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენი დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან”. 

“ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!

მე პატივს ვცემ საკუთრების უფლებას და მის უპირობო დაცვას, თუმცა ბიზნესში არსებობს გაუთვალისწინებელი რისკები, ასეთი კი ბევრი შეიძლება იყოს დღევანდელ უსამართლო მოცემულობაში.

ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით ჩემი გამოცდილებიდან. 2007 წელს აუქციონზე, რომელიც სახელმწიფომ გამოაცხადა, თბილისის ცენტრალური სადგურის მართვის 49-წლიანი უფლება მოვიპოვეთ. სანამ ხელშეკრულების გაფორმების ყველა პროცედურა დამთავრდა, აღმოვაჩინეთ, რომ იქ მყოფ დევნილებს, რომლებიც უბინაობის გამო ამ შენობას აფარებდნენ თავს, კიდევ უამრავი დამატებოდა. მდგომარეობა გასაგები იყო – ამ ოჯახებს არ ჰქონდათ არანაირი თავშესაფარი.

ჩვენმა კომპანიამ (GRDC), რომელშიც ბევრი ევროპელი ინვესტორიც გვყავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ხარჯით 100 ოჯახი ბინით დაგვეკმაყოფილებინა, რაც სრულად შევასრულეთ. ვინც შეთავაზებულ ბინაზე უარი განაცხადეს, ის ოჯახები შესაბამისი თანხით გავისტუმრეთ. ეს იყო ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა – შეგვემსუბუქებინა ჩვენი თანამემამულეების გასაჭირი.

არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანებად უნდა დავრჩეთ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.

ჩვენი ქვეყნის და ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენი დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან!” – წერს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობის გამოსახლება 24 ივლისის დილიდან დაიწყო. როგორც აღსრულების ბიურო ამტკიცებს, რომ შენობა ავარიულია და მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა საფრთხის შემცველია. მათივე თქმით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზაც.  მოქალაქეები შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს” – ზურაბ ჯაფარიძე
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანში ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა
  • ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ძაღლი 12-დღიანი ძებნის შემდეგ გადაარჩინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge