facebook-გვერდი „ჩემი ხარაგაული“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებვული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ხემაღალსა და ღვერკში ერთი თვის წინ დაძრული მეწყერი დღითიდღე ძლიერდება.
ამ დროისათვის მეწყერულ ზონაში 50 ოჯახი გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, 30-მა ოჯახმა კი, საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ხემაღალში მცხოვრები ოთარ კვინიკაძე ამბობს, რომ ,დამეწყრილ ადგილებში ბზარები ყოველდღე მატულობს, მიწა იშლება და მასა მდინარე ყარნებასკენ იწევს.
შესაძლოა, მეწყერმა მდინარე ყარნება დააგუბოს და სანაპირო ზოლში მცხოვრები სოფელ ლაშის მოსახლეობა დააზარალოს. მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება რკინიგზასაც”.
მეწყერისგან დაზარალებული მოქალაქეები ეკომიგრანტების სააგენტოდან სახლის შესაძენი თანხის დროულად გამოყოფას მოითხოვენ. იაინი ამბობენ, რომ ამ მიზნით განსაზღვრული 30 000 ლარი მცირეა და ამ თანხით ახალი სახლის შეძენას ვერ შეძლებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.