თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 1 ადამიანი დააკავა.
არსებული ცნობებით, ის ერთ-ერთი მაცხოვრებელია, რომელიც საკუთარი ბინის დატოვებას არ აპირებდა.
ამ დროის მონაცემებით, 10 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები – გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია, რომლებიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს. აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.