თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 2ადამიანი დააკავა.
არსებული ცნობებით, ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელში შესვლას და კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდა.
მანამდე პოლიციელებმა 4 ადამიანი დააკავეს.
ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.
ცნობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.