თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, შენობიდან მაცხოვრებლების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
ადგილზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის.
არსებული ცნობებით, დაკავებულია 4 პირი.
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავების მცდელობისას, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.
მამაკაცს ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები სინჯავენ.
როგორც გაირკვა, შენობა, რომლიდანაც მოქალაქეებს ასახლებენ, კერძო საკუთრებაა და მისი მფლობელის თქმით, ის ავარიულია.