ამ წუთებში, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, შენობიდან მაცხოვრებლების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
„ეს არის კერძო საკუთრება. აქ მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული. შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და ქირით გაყვანა. 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენები არ დაეთანხმნენ აღნიშნულს“,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.
ადგილზე 150-მდე ოჯახი ცხოვრობს.
გამოსახლების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ 3 მოქალაქე დააკავა.