23 ივლისს, სანაპიროზე ავარია მოხდა, – მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ მანქანას შეეჯახა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“მეტრონომი” “ქირურგიის ეროვნულ ცენტრს” დაუკავშირდა დაშავებული მოტოციკლის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად.
როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, გუშინ, ავარიის შედეგად დაშაცებული მოტოციკლის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულია.
“მდგომარეობა კრიტიკულია, პაციენტს სამი სხვადასხა სისტემის ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება”, – განაცხადეს კლინიკაში.
როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.