Monday, September 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ის გაიზარდა უკიდურესად წესიერ, მოკრძალებულ და წარმატებულ ადამიანად!”- ვისზე წერს მიხეილ სააკაშვილი

July 22, 2025
“ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის უფროს ვაჟზე, ედუარზე წერს:

“გუშინ ჩემს პირველ შვილს, ედუარდს 30 წელი შეუსრულდა. ის ნიდერლანდებში ცხოვრობს და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, სადაც წარმატებებს აღწევს. ედუჩა ყოველთვის ორიენტირებული იყო წარმატებაზე. საშუალო სკოლაში, თვითონ, სანდრას და ჩემი ცოდნის გარეშე, მიმართა გინესის რეკორდების ორგანიზაციას. უცხოეთიდან ჩამოვიდა კომისია, რომელმაც დაარეგისტრირა მის მიერ ბათუმში მსოფლიო რეკორდის დამყარება, IPAD-ზე ყველაზე სწრაფად ბეჭდვაში. მაშინ TIME-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა მოკლე შეტყობინება “საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი”. ამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა მისი სახელიც კი არ ახსენა, რამაც ედუარდი ძალიან გაანაწყენა. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემგან დამოუკიდებლად მიეღწია ყველაფრისთვის.

ჩემი შვილობა არასდროს არ იყო ადვილი, სკოლის წლებში ბევრი თანატოლისგან, რომლებიც საკუთარი ოჯახების ქოცური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ბევრი წამოძახება აიტანა. თუმცა, საბოლოოდ, მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულად აღიარეს.შემდეგ წარჩინებით დაამთავრა კოლეჯი ამერიკაში, სადაც შეხვდა თავის უმაგრეს მეუღლეს ადინას, დაიცვა დისერტაცია ნიდერლანდებში და ახლა ძალიან წარმატებულია ხელოვნური ინტელექტის, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო მეცნიერებაში. არ სწყდება საქართველოს, online ლექციებს უტარებს აქ სტუდენტებს, თავისივე შექმნილი კურსით.მე ვამაყობ ედუარდით! ის გაიზარდა საქართველოს პატრიოტად, უკიდურესად წესიერ, მოკრძალებულ და წარმატებულ ადამიანად!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ასეთი პოლიტიკოსები ბიძინასთან ერთად ჩაირეცხებიან” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
  • “რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს” – NGO-ები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge