“თეა წულუკიანი იმაზე კი არა დაობს, რომ მამამისს დახვრეტა არავისთვის მიუსჯია, ის მედავება რაოდენობაზე, ანუ რამდენს მიუსაჯა დახვრეტა”- განაცხადა “რეაქციაში” ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თეა წულუკიანმა უჩივლა.
ახლა ნახეთ, რა ხდება, 97 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შესაბამისად, ვიღაცები, ვისაც ბატონმა ავთომ სიკვდილი მიუსაჯა, გადარჩენენ. ანუ ამ რამდენიმე ადამიანზე მედავება. 2 ადამიანი ვიცით, ვისაც მიუსაჯეს, მაგრამ გაუქმების შემდეგ გადარჩნენ, წულუკიანი დაობს, რომ ეს ხალხი ცოცხალიაო, წულუკიანი იმას კი არა ამბობს, მამაჩემი არავის უსჯიდა სიკვდილსო, რაოდენობაზე მედავება. კანონის გაუქმების გამო გადარჩენილ ადამიანებზე მედავება,-თქვა მან.
ყოფილი კულტურისა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მასთან ერთად ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმიშვილი.
წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, “20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”, “ქართული ოცნების” ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა.