საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცოლმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” გაიხსენა, თუ რა გახდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ცოტნე გამსახურდიას დაკავების მიზეზი.
“სააკაშვილმა ვერ აიტანა ის, რომ ცოტნემ გამსახურდიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა მამამისის ნეშტის ჩამოსვენება, რისი წინააღმდეგიც იყო ყველა. ჩვენ კი ვიღებდით ინფორმაციას, რომ ნეშტს საფრთხე ემუქრებოდა, ვინაიდან, ჩეჩნეთი მუდმივი დაბომბვის ქვეშ იყო. ამის გამო, დავუკავშირდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი კუბლაშვილს და ვუთხარი, საერთო მონაწილეობა მივიღოთ მისი (ზვიად გამსახურდიას) ნეშტის გადმოსვენებაში-მეთქი, რაზეც კუბლაშვილმა მიპასუხა, რომ ამაზე დიდი თანხები დაიხარჯებოდა, სამი მილიონი ლარი დაიხარჯებოდა და თქვენს დახმარებას ჩვენ ვერ შევძლებთო. ამის შემდეგ ცოტნე იძულებული გახდა თავისით წასულიყო ჩეჩნეთში და ეს უმძიმესი და ტრაგიკული მომენტები საკუთარ თავზე გადაეტანა, რასაკვირველია, შეესრულებინა თავის მოვალეობა მამისა და საქართველოს წინაშე.
ამ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ ისე არ დასრულებულა, რომ სააკაშვილს ეს ყველაფერი გულში არ ჩარჩენოდა. აუცილებლად უნდა აღვინიშნო, როდესაც ცოტნემ ზვიადის ნეშტი ჩამოასვენა, იუსტიციაში დამიბარეს, კერძოდ, გიორგი ვაშაძემ და მითხრა, იცით რა, ბატონი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დოკუმენტი არ არსებობსო. მე მას ვუთხარი – ამდენი ხანი რას აკეთებდით, პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღი თუ არ იცით, მას გარდაცვალების მოწმომა თუ არ აქვს, მაშინ საერთოდ რას აკეთებთ-მეთქი. ახლავე გავაკეთებთ, თუმცა, თქვენი დამხარების გარეშე ამას ვერ შევძლებთო. იძულებული ვიყავი დავხმარებოდი. ე.ი. როდესაც ჭორებს ავრცელებდნენ, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია, ხალხის დასაწყნარებლად, რომ იქ რაღაც ამბოხი არ მომხდარიყო, გამოსვლებს არ ჰქონოდა ადგილი, ამიტომ ეს გზა აირჩიეს. ვითომ სახელმწიფო ორგანიზაციას აბსოლუტურად იგნორირებული ჰყავდა საქართელოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი მკვლელობის საკითხი.
ხალხის მოთხოვნით გადაწყდა, ზვიად მამა დავითზე ყოფილიყო დაკრძალული, თუმცა. შეირჩა ისეთი ადგილი, რომელიც გეოლოგებისთვის მიუღებლად ითვლებოდა, ვინაიდან, წყლის მიწისქვეაში დინებები იყო და საფლავის დაზიანების საშიშროება არსებობდა. მე ვითხოვე, უფრო ცენტარალური ტერიტორიისკენ დაეკრძალათ, რაზეც უარი განმიცხადეს, თურმე, სხვა ადამიანებისთვის ჰქონიათ გამზადებული ადგილი. გიგი უგულავამ ასეთი უკადრებელი სიბინძურე იკადრა, ალბათ მანანა არჩვაძე ადგილს თავისთვის ეძებს, რომ ზვიადთან ერთად იყოს დაკრძალულიო. გესმით თქვენ რაოდენ სიბინძურით არის აღსავსე?! საკუთარი საფლავი მოიძებნოს სჯობს, რადგან ცოცხლად გარდაცლილი ნამდვილად არის. ამასთან, იმჟამინდელი ხელისუფლება, კოდუას ხელმძღვანელობით, ცდილობდა, რეგიონებში გზები გადაეკეტათ, რათა ხალხს არ მისცემობდა გადაადგილების საშუალება, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტისთვის პატივი მიეგოთ. როგორც კი სააკაშვილი, თუ არ ვცდები უგულავასთან ერთად გამოჩნდა ფორმალურად პატივისი მისაგებად, ხალხმა დაიწყო შეძახილები: – “ზვიადი, ზვიადი”, ფერი დაკრგა და დატოვა ტერიტორია. მისთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ასატანი იყო, რის შემდეგაც კიდევ უფრო გამძაფრდა ზეწოლა ჩვენს ოჯახზე. პირველ რიგში განხორციელდა ზეწოლა ცოტნე გამსახურდიაზე.
პირველად იგი 2008 წელს დააპატიმრეს, ვითომ ჯაშუშობის მოტივით, რაც ვერაფრით დაუმტკიცეს და 20 000 ლარის ოდენობის თანხა მოითხოვეს, არ ვიცი ჩვენ საიდან უნდა მოგვეტანა. როგორც იქნა, შევაგროვეთ და დავიხსენით. მეორე პატიმრობა 2009 წლის 28 ოქტომბერს იყო, ვითომ კრიმინალური ქმედები ჩაიდინა, ეს ყველაფერი ცოტნესგან ძალიან შორს იყო. როგორც კი დააკავეს, პირველივე დღიდანვე დაიწყო შიმშილობა, რომელიც გაგრძელდა 2009 წლის 4 დეკემბრამდე. პარალელურად 7 დღე იმყოფედა მშრალ შიმშილობაზე. შიმშილობის მეორე ეტაპი განაახლა – 2009 წლის 24 ოქტომბერს, შიმშილობდა 2010 წლის 27 თებერვლამდე, 67 დღე. ეს პერიოდი რომ შევკრიბოთ შეადგენს 105 დღეს”, – იხსენებს მანანა არჩვაძე გამსახურდია ვახო ხუზმიაშვილთან ინტერვიუში.