ქციების დროს დაკავებულ ლუკა ჯაბუას დღეს, 21 ივლისს, 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა – ლუკას მშობლიურ ქალაქში, მის სახლთან ახლოს მისალოცი სტენსილი დაუხატეს.
დაკავებულ დემონსტრანტს დაბადების დღე მიულოცეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც;
დარბაზში ლუკას გამოჩენისთანავე, დამსწრებს ტელეფონის ეკრანზე ჰქონდათ გაშვებული სლაიდი, წარწერით – „გილოცავ“.
„ჩემო ოქრო ბიჭო, ოქროს დაბადების დღეს გილოცავ შვილო! დაე, მუდამ სიმშვიდე იყოს შენს ცხოვრებაში და ყველა განსაცდელმა აგიაროს გვერდი.
სულ სხვა გეგმები გვქონდა ამ დღისთვის მაგრამ სამშობლოს სიყვარულისთვის ციხის კედლებს მიღმა მოგიწია ყოფნა.
მალე გვეზეიმოს ყველა დღესასწაული გაბრწყინებულ გაერთიანებულ საქართველოში!!!”, – წერს ლუკა ჯაბუას დედა, ქეთევან ზარქუა სოციალურ ქსელში.
ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.