ბათუმში, რესტორან “გრილში” 18 ივლის მამაკაცი ჩაცხრილეს. მოკლული თურქი ბიზნესმენი ჰაკი თექინია.
თურქული მედიის ინფრომაციით, ის უძრავი ქონების სააგენტო Tekinler Real Estate-ის მფლობელია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია 2 თურქეთის მოქალაქე, რომლებმაც გამოძიების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მკვლელობის დღეს, უკანონოდ გადმოკვეთეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები რესტორანთან მოტოთი მივიდნენ, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი მაშინვე დატოვეს.
ორივე დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.