შემოსავლების სამსახურმა გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო.
აღნიშნულ საკითხს პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეხმაურება.
როგორც “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია ნათქვამი, “ოცნება“ მორიგ მცდელობას მიმართავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხმა ჩაახშოს.
მათივე განცხადებით, ეს არ არის ფინანსური დავა – ეს არის პირდაპირი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე.
“მიზანმიმართული და აგრესიული ზეწოლა ხორციელდება პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა “ბათუმელების“ წინააღმდეგ. გამოცემა, რომელიც ყოველთვის ობიექტურად და კრიტიკულად აშუქებდა ყველა ხელისუფლების მოქმედებებს, დღეს პირდაპირი დევნის ობიექტად იქცა.
„ოცნება“ მორიგ მცდელობას მიმართავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხმა ჩაახშოს.
ამისთვის კი იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს – მათ შორის, შემოსავლების სამსახურს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია.
მაშინ, როცა ამ სამსახურისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიების ბიუჯეტის წინაშე არსებული ათეულობით მილიონი ლარის ვალი, სამსახური უარს ეუბნება “ბათუმელებს“ კანონით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკზე, რომელიც ვალის ეტაპობრივ დაფარვას ითვალისწინებს.
ეს არ არის ფინანსური დავა – ეს არის პირდაპირი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე და კონკრეტული ანგარიშსწორება მზია ამაღლობელთან. ეს არის მცდელობა ქვეყანაში მიუკერძოებელ მედიებს ჩაუქრონ შუქი.”– წერია პარტიის განცხადებაში.