Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ე.წ. პრემიერის განცხადება არის კიდევ ერთი უტიფარი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია”- მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

July 18, 2025
პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

„ქართული ოცნების“, უფრო ზუსტად, რუსული რეჟიმის ე.წ. პრემიერის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი უტიფარი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც არაფრად აგდებს ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის მონაპოვარ მიღწევებს და ქვეყანას სრულ იზოლაციას უქადის, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ხაზარაძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა არ არის მხოლოდ მოგზაურობის თავისუფლების საკითხი – ეს ევროპული ცივილიზაციისგან დაშორების და საქართველოს მომავლის გაღატაკების საფრთხეა.

„სამარცხვინოა, „ქალი ქალია“ და „კაცი კაციას” თემით მანიპულირება. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს – თავიანთ რიგებში ამ პრობლემის სერიოზულ საშიშროებას ხედავენ. ქართველ კაცსა და ქალს არ სჭირდება თავს მოხვეული სამარცხვინო, რუსული პროპაგანდა.

ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კონტრარგუმენტად მარტო მოგზაურობის თემის შემოტანა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რომ საქართველო კარგავს ევროპულ ცივილიზაციასთან ყოველდღიური, მყისიერი ურთიერთობის პერსპექტივას, რაც საშუალო და გრძელ ვადაში ჩვენი ქვეყნის მომავალზე უმძიმეს გავლენას და შედეგს იქონიებს.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა, რომ ივანიშვილ-კობახიძის რუსული პოლიტიკის ხელში, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმეორდები – ბრძოლის არცერთ ფრონტზე, ან ველზე არ უნდა მივცეთ მათ საშუალება დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს!“,- წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კიდევ ერთი საოცრად კეთილი და თბილი ბავშვი დავკარგეთ…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო… გული უგრძნობდა”- ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
  • კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge