„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის #10-ში, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
არსებული ინფორმაციით, 102 ადამიანი გაიყვანეს, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში განათავსა.
შემთხვევის ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავებითი სამუშაოები ჩატარდა.
შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ მისამართზე ფასადი ორი დღის წინ ჩამოინგრა.
შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.