გუშინ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ „კორპუსი ავარიული იყო და ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა, თუმცა ქირით გაყვანაზე უარი განაცხადეს.“
კალაძის კომენტარს სოციალური ქსელით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
„ამ სწორ ანალიზს ერთსაც დავუმატებდი ბინებიან გაყვანა არ გაყვანის საკითხზე – რომელიც მერიის წარმომადგენელს მაღალ ხმაზე აყვირებს. ადამიანები არ თანხმდებიან იმიტომ, რომ ისეთ თანხით უნდათ მათი გაყვანა, რითაც ვერაფერს ვერ იქირავებ ქალაქში. ჩვეთან არანაირი სისტემა ამ გამოწვევის გადასაჭრელად არ არის დანერგილი, თორემ იმ ევროპაში -რომელივ აღარ მოგწონთ – არსებობს ერთის მხრივ სოციალური მშენებლობა ( რომელიც რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებად და დაბალ ფასში აქირავებს მერია) და კერძო მშენებლობები, თუმცა კერძო სექტორის მიერ ყოველივე ახალ აშენებულ კორპუსში კვოტა ბინებისა ეძლევა მერიის სოციალურ სამსახურს ( რაც არ უნდა მაღალი დონის და ძვირად ღირებული იყოს კორპუსი). ეს ის კვოტაა ბინების, რაც ჩვენთან პირად სარგებელში გადადის, რის გამოც თანამდებობის პირებს უჩნდებათ დეკლარაციებში ათი, ოცი თუ მეტი ბინა… პენსიონერ მშობლების ნაჩუქარი!“, – წერს ზურაბიშვილი.