Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თურქეთიდან საიმედო ცნობებია”- რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე თორნიკე რიჟვაძეზე

July 9, 2025
„თურქეთიდან საიმედო ცნობებია”- რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე თორნიკე რიჟვაძეზე

„მეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დადებითი დინამიკის შესახებ. მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა. ისიც შემიძლია ვთქვა, არ მგონია, რომ ის თურქეთში რაიმე სახით გაუმჯობესებულ მკურნალობას იღებს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია. პირველ რიგში, ეს საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა უნდა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის და შემდგომ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეს კრიტიკული დღეები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, აბსოლუტურად უნაკლოდ იქნა მართული. ამან მოიტანა კიდეც რეზულტატი და პრაქტიკულად მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო დამაიმედებელი. ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს საავადმყოფოში შეიყვანეს. შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. დღეს კი, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა…“ – პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა
  • „ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა, ახალი ოჯახი შევიძინე…“ – 19 წლის საბა ჯიქია განაჩენის მოლოდინში
  • „13 000 აშშ დოლარი და ძვირადღირებული ნივთები მოიპარა…“ – თბილისში ირანის მოქალაქე გაძარცვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge