ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა, გუშინდელი სასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
თორნიკე რიჟვაძის საქმის დეტალები იხილეთ ბმულზე