საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა Axios-ი წერს, რომ „ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განახლებისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუკი თეირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას შეეცდება.“
როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკებებსა და იერიშების ხელახლა მიტანის სცენარზე ილაპარაკებდნენ.
შეგახსენებთ, იერიშების შემდეგ, აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის ბირთვური ობიექტები სერიოზულად დაზიანდა.