ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული აქტივისტის, საბა ჯიქიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„საბა ჯიქიას განაჩენის გამოცხადება ერთი კვირით გადაიდო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, ამ ბიჭებს ბრძოლას არ აპატიებენ და უმკაცრესად დასჯიან? მათე დევიძის განაჩენი ხომ ვნახეთ უკვე?
ამიტომ იმ ხალხს მინდა გკითხოთ, ვინც გადაწყვიტეთ, რომ ბრძოლის შედეგს ვერ ხედავთ და აქციებზე გამოსვლას აზრი აღარ აქვს:
ამ ბიჭებს ასე უბრძოლბელად უტოვებთ ხელისუფლებას?
ანუ ამ ბიჭებს, ვინც თქვენი უკეთესი მომავლისთვის თავი გადადო, ასე მარტივად წლობით ტყვეობაში ტოვებთ?
თუ გარდა ფართომასშტაბიანი პროტესტისა, რომელიც ხელისუფლებას უკან დახევას აიძულებს, სხვა გზას ხედავთ მათ გამოსახსნელად?
ან ის პოლიტიკური პარტიები რას ფოქრობენ ამ ბიჭების ბედზე, თვითმმართველობის არჩევნებში რომ მიდიან, ვითომც არაფერი ხდება?
დღეს ყველა პატრიოტს ერთი საზრუნავი უნდა ქონდეს: ტყვეების დახსნა რეჟიმის კლანჭებიდან და ყველა აქცია მხოლოდ ამ მიზნით უნდა იგეგმებოდეს.
დღეს 19 წლის საბა ჯიქიას სასარმღლოში ფურცელზე დაუწერია, ოთხი წელი მალე გაივლისო და გული მომიკვდა ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი და შეგუებულია, რომ მინიმუმ ოთხი წელი ტყვეობაში ყოფნა მოუწევს“, – წერს ის.
შეგახსენებთ, საბა ჯიქიას საქმეზე საბოლოო განაჩენი, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოცხადდება.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს).