პარტია “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“2021 წელს, ევროპული საქართველოს დახმარება რომ დავიწყე, ახალგაზრდების გუნდი შევკრიბე – უკვე იცნობთ, მათთან ერთად ვქმნით იმ შინაარსს რაც ასე ძალიან მოგწონთ.
რაღაც ღონისძიებას ვგეგმავდი პარტიასთან ერთად და ერთმა მოქკავშირის დროიდან გამოცდილმა პარტიულმა მოღვაწემ საუბარში მითხრა, ძალიან ჩვეულებრივად – დროშები ახალგაზრდებს “დავაჭერინოთო”!
მეთქი შენს შვილებს გულისხმობ? მაგათ აჭერინებ? მიდი აბა ჯერ შენს შვილებს “დააჭერინე”!
ცუდი კაცი კი არ იყო.
ჩვეულება ჰქონდა მასეთი.
მასეთ ატმოსფეროში დააგროვა გამოცდილება – თავისით კი არ იჭერს, აჭერინებ!
ახლა ხაზარაძის დაქირავებული მუშაკი შევნიშნე, ერთ სიმპატიურ ადამიანს ელაქუცებოდა “შენ ან სალომე ზურაბიშვილი რომ დაგვეყენებინე კანდიდატადო”.
შენ ან სალომე ზურაბიშვილი რომ დამდგარიყავით კი არ თქვა.
რომ “დაგვეყენებინე”.
ზემოდან ქვემოთ მართული პოლიტიკური სისტემები მიწასთან უნდა გასწორდეს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.