შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის, რეალურად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შატალოზეა.
მისივე თქმით, “პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხევდრებზე და ცალი მხრის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი არა.”
“[…]დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს – რაც შეეხება მანდატებს, ეს მანდატები მათ თავად გაიუქმეს. პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით.
როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებში, ღალატობს თავის ამომრჩეველს. გიორგი გახარია შატალოზე არის რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ისინი დაკარგავენ მანდატებს.
პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხევდრებზე და ცალი მხრის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი არა.
თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ადამიანი” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.