Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე

July 1, 2025
“27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე

“27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რადიოსადგურის მფლობელი, რამაზ სამხარაძე წერს.

მისი განცხადებით, 1 ივლისიდან მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე დროებით აჩერებს გადაცემების და საინფორმაციო გამოშვებების სრულ მაუწყებლობას. მისივე თქმით, რადიო “თბილისი” FM93.5 კანონით განსაზღვრულ ვადაში – 20 აგვისტოს ჩათვლით – ეთერში რჩება.

მეგობრებო, მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, თუმცა, დღეს 27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი. 

ცალკე მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის.  

ხვალიდან, 1 ივლისიდან მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე დროებით აჩერებს გადაცემების და საინფორმაციო გამოშვებების სრულ მაუწყებლობას. ხვალ ეთერში იქნება ბოლო საინფორმაციო გამოშვებები. 

რადიო „თბილისი“ FM93.5 კანონით განსაზღვრულ ვადაში – 20 აგვისტოს ჩათვლით – ეთერში რჩება, თუმცა მხოლოდ ტექნიკური მაუწყებლობის რეჟიმში. ( ზუსტად არც ის ვიცი რას გადაწყვეტს საბოლოოდ კომუნიკაციების კომისია, თუმცა ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენს თემას)
ამ ეტაპზე საინფორმაციო და გადაცემების ბადე შეჩერებულია და დიდი იმედი მაქვს, განახლდება სექტემბერში, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კრიზისის განმუხტვა.

ჩვენი გუნდი აქტიურად იმყოფება კონსულტაციის რეჟიმში ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რათა სამაუწყებლო კომპანიისთვის შექმნილი  იყოს ოპერირების ხელშესახები პირობები.

ამ დროის განმავლობაში ვაგრძელებთ შემოწირულობის კამპანიას, რომელიც ჩვენს გადარჩენას ემსახურება.
თქვენს მხარდაჭერას, თითოეული ლარს რეალურად მივყავართ მიზანისკენ — რომელიც მოგცემს კომპანიის საბანკო ინკასოს გაუქმებას და მაუწყებლობის სრული აღდგენის შესაძლებლობას. 

FM93.5, FM102.8 და FM97.3 ეთერში კვლავ 24-საათიან რეჟიმში რჩება.

სამუშაო რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას რადიო თბილისის ფეისბუქის და ტელეგრამ გვერდი, სადაც რეგულარულად მოგაწვდით ყველა მთავარ ინფორმაციას.

თანხის ჩარიცხვა კი შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკიდან (ლარი, ევრო, დოლარი):
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE18BG0000000343819702
მიმღები: სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, დანიშნულება: შემოწირულობა

საზღვარგარეთ მყოფებისთვის:
PayPal: samkharadzeramaz@gmail.com

ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის ბრძოლა — ეს არის მედიის თავისუფლების, პასუხისმგებლობის და ქვეყნის მომავლის ერთობლივი დაცვა.

იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება — რადიო იწყება ჩვენით. მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის!” – წერს რამაზ სამხარაძე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რადიო “თბილისის” მთელ ქონებას ყადაღა დაედო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • “რუსეთი ოპერაციებს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც გეგმავს” – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge